Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ხმალაძე
გეოგრაფი
date of birth 1958

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით. 1980-1983 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში.

1983 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. 2001 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა წყალსაცავების ოპტიმალური მართვა, ჯგუფური მოდელირება ჰიდროლოგიაში და სხვა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარის ჩამონადენი და ატმოსფერული ნალექების სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება", დაიცვა 1998 წელს.

ბიბლიოგრაფია