Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელგუჯა ხინთიბიძე
ფილოლოგი
date of birth 1937

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1963-1965 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1965-1974 წლებში იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1974 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1965-1966 წლებში ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1976-1985 წლებში ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1985-1993 წლებში პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1988 წლიდან დღემდე არის ქართულ–საზღვარგარეთული ურთიერთობის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან დღემდე არის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 1963 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1974 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1977 წლიდან პროფესორი. მეცვნიერული ინტერესების სფერო: რუსთველოლოგია, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები; ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობები. გამოქვყნებული აქვს 200 სამეცნიერო შრომა.

ბიბლიოგრაფია