Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ხინთიბიძე
ფილოლოგი
date of birth 1924

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ა. ხინთიბიძემ ქართული ლექსის მეცნიერული კვლევა იოსებ გრიშაშვილის ვერსიფიკაციის შესწავლით დაიწყო, რაც 1955 წელს აღინიშნა თვალსაჩინო მონოგრაფიით "იოსებ გრიშაშვილის პოეზია"; შემდგომი ეტაპი სამეცნიერო კვლევისა იყო "აკაკის ლექსი" (1972); განსაკუთრებული ადგილი ა. ხინთიბიძის სამეცნიერო ბიოგრაფიაში უჭირავს გალაკტიონის კვლევას; 1987 წელს დასტამბული მისი "გალაკტიონის პოეტიკა" შეიცავს, ერთი მხრივ, ნარკვევებს გალაკტიონის პოეტიკიდან, ხოლო მეორე მხრივ, მასში დაწვრილებით არის შესწავლილი გალაკტიონის ლექსის სტრუქტურა (პოეტური ენა, მეტრიკა, რითმა, ევფონია, სტროფიკა). ქართული ლექსის ბუნების კვლევას სამ ათეულ წელზე მეტი შეალია. ა. ხინთიბიძის წიგნებში: "პოეტური ხელოვნების საკითხები" (1961), "ლექსმცოდნეობის საკითხები" (1965), "პოეტიკური ძიებანი" (1981), "ვერსიფიკაციული ნარკვევები" (2000), განხილულია ვერსიფიკაციის თეორიისა და ქართველ პოეტთა შემოქმედების უაღრესად საინტერესო პრობლემები. აღსანიშნავია ა. ხინთიბიძის წვლილი "ვეფხისტყაოსნის" ლექსწყობის კვლევაში.

ბიბლიოგრაფია