Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოტე ხიმშიაშვილი
მწერალი
date of birth 1917

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, სადაც მისი პედაგოგი იყო პროფესორი ერეკლე ტატიშვილი.

 1941 წელს, თბილისში შეიქმნა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ომის ქარცეცხლში გახვეული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი იყო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 35-ე სათადარიგო ლეგიონში განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში იყო დისლოცირებული. კოტე ხიმშიაშვილს მისმა პედაგოგმა ერეკლე ტატიშვილმა, გაუგზავნა გერმანელი მაღალჩინოსნის მიერ დაწერილი დაშიფრული წერილი, რომელიც მას თბილისის კომენდანტისათვის უნდა წარედგინა, როდესაც გერმანელები თბილისში შემოვიდოდნენ, ამ წერილის საფუძველზე ამბოხებულები ქალაქს გადმოიბარებდნენ. ამ დროს აჯანყებულებს უნდა მოშველებოდა ვერმახტის ქართული დანაყოფი, გივი გაბლიანის მეთაურობით, რომელიც ამ დროს უკვე კავკასიონთან იდგა, ხოლო შემდეგ საქართველოსკენ ვერმახტის ქართული ლეგიონის ძირითადი შემადგენლობაც დაიძრებოდა  გენერალ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით. მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა, აჯანყება გამჟღავნდა და მათ გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. 1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდა, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა დაუმტკიცდათ, მათ შორის იყო "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი კოტე ხიმშიაშვილი. 2002 წლის 22 ივლის სსაქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, სადაც ამოტვიფრულია შეთქმულთა ერთ-ერთი მეთაურის, კოტე ხიმშიაშვილის სახელიც. 2020 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას (ჩუღურეთის რაიონი, სვანეთისუბანი). 1934 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბებია ელისაბედი",  მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ "გლობუსი" პრემიაც კი აიღო. კოტე ხიმშიაშვილს ეკუთვნის რომანი "ჯონქა ხორნაული". კოტე ხიმშიაშვილი არის "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი, მწერალ დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას ძმა.

ბიბლიოგრაფია