Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბორის ხვედელიძე
მათემატიკოსი
date of birth 1916

1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1939-1958 და 1967-1968 წლებში  შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1980 წლიდან - აფხაზეთის გორკის სახელობის უნივერსიტეტში; 1956-1967 წლებში საქართველოს ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის გამგე იყო. მისი გამოკვლევები მიძღვნილია ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებისადმი, კომპლექსური ცვლადის ანალიზური ფუნქციების თეორიის სასაზღვრო ამოცანებისადმი და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიისადმი; შეისწავლა პუანკარეს ამოცანა ორი დამოუკიდებელი ცვლადის მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებებისათვის, ასევე, წყვეტილი ამოცანები იმ შემთხვევებისათვის, როცა საძებნი ფუნქციისათვის მოითხოვება მხოლოდ კოშის ტიპის ინტეგრალების სახით წარმოდგენა; ამასთანავე, შეისწავლა კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალები ლებეგის ხარისხოვან წონიან ფუნქციონალურ სივრცეებში და ააგო ინტეგრალურ განტოლებათა თეორია ამ ფუნქციონალურ სივრცეებში. 1957 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1959 წლიდან პროფესორი. 1983-1997 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ბიბლიოგრაფია