Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იოსებ ხელაშვილი
გეოლოგი
date of birth 1957

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1981-1983 წლებშ ასპირანტურის კურსი გაიარა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში, მსოფლიო მეურნეობის გეოგრაფიის განყოფილებაში პროფესორ ვენიამინ გოხმანის ხელმძღვანელობით.

1985-1993 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა და ლექციებს კითხულობდა ოკლაჰომის და მიჩიგანის (აშშ) უნივერსიტეტებში, სვანსის (უელსი, ინგლისი) უნივერსიტეტში; 1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოში (თბილისი) კონსულტანტად კომერციის საკითხებში; 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1997-2001 წლებში მუშაობდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე; 2000 წელს გაიარა უმაღლესი მენეჯმენტის კურსი ჰარვარდის (აშშ) ბიზნეს სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტურიზმის საკითხებზე, მათ შორის, სახელმძღვანელო. 2016 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უცხოური ტურიზმის რეკრეაციული რესურსების შეფასების პრინციპები და მეთოდები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1984 წელს.

ბიბლიოგრაფია