Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მალხაზ ხარბედია
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1974

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება.

სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ "არილისა" და გაზეთ "24 საათის" ლიტერატურული დამატების რედაქტორი, გაზეთ "24 საათის" დამატება "შანსის" და ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" დამატება "ლიტერატურის" რედაქტორი. 2007 წლის სექტემბერში შექმნა ყოველ დღე განახლებადი ქართულენოვანი ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ - vinoge.com. 2009–2013წწ. იყო რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გადაცემა "ბიბლიოთეკის" წამყვანი. 2009 წელს დააფუძნა "ღვინის კლუბი". 2011–2012წწ. მიჰყავდა ჯერ ყოველთვიური, შემდეგ კი ყოველკვირეული ღვინის რუბრიკა ჟურნალ "ტაბულაში". 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო გადაცემა "ღვინის გზამკვლევის" ავტორი და წამყვანი რადიო  "ცხელი შოკოლადში". 2013 წლის აპრილიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" მთავარი რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია