Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთერ ხარაიშვილი
ეკონომისტი
date of birth 1953

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტი.

1980–1983 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი. 1983–2000 წლებში ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის დოცენტი. 1996–1999 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2000–2002 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 1999-2006 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაგისტრატურაში სწავლების დარგში.  2002-2006 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2006-2009 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების სრული პროფესორი. 2009-2010 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2009-2012 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის სრული პროფესორი. 2012 წლიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი. 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 5 მონოგრაფია, რამდენიმე სახელმძღვანელო, 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო მოხსენება. 1999 წლიდან არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეკონომიკურ-ორგანიზაციულ ურთიერთობათა სისტემა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში და მისი სრულყოფის მიმართულებები", დაიცვა 1999 წელს.

ბიბლიოგრაფია