Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ხაზარაძე
გეოლოგი
date of birth 1933

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.

1959-1974 წლებში იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974-1984 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1993 წლებში გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1993-2001 წლებში პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1984-2006 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1984-2005 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2001-2006 წლებში მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2006-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებაში.  2015-2017 წლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,. 2018 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1956 წლიდან ეწევა ალპინისტურ საქმიანობას. დაპყრობილი აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების მრავალი მწვერვალი; არის სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოსა და მიმდებარე რეგიონების გეოგრაფიული გარემოს წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი; საქართველოს მეოთხეული ნალექების გენეზისი და სედიმენტაციის პირობები პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციით; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხო ენებზეც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ოქროს მედალი (2006). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ენგურის აუზის რელიეფი, კონტინენტური ნაფენები და პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიონის პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 2002 წელს.

ბიბლიოგრაფია