Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჯუღელი
ფილოსოფოსი
date of birth 1925

1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1949 წლიდან იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1951-1966 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა შემეცნების თეორიისა და ცნობიერების პრობლემა. ცნობიერება იდეალურია, ამიტომ იდეალურის ბუნების გამოკვლევა იმავე დროს ცნობიერების გამოკვლევას წარმოადგენს. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებდა იდეალურის ონტოლოგიურსა და გნოსეოლოგიურ ასპექტებს. იდეალური, ამტკიცებს იგი, სუბიექტურისა და ობიექტურის დიალექტიკური ერთიანობაა, რაც მას ობიექტური სამყაროს სუბიექტურ ასახვად ხდის. იდეალურის შინაარსი ობიექტურია, ხოლო სუბიექტში მისი გამოსახვის ფორმა რელატიური. რელატიურობა, ანუ სუბიექტურობა, იდეალურის გნოსეოლოგიურ დახასიათებას წარმოადგენს.

1955 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიბლიოგრაფია