Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ჯოხაძე
ბიოლოგი
date of birth 1927

1949 წელს დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით.

1952-1962 წლებში იყო გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1968-1969 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2004 წლებში ბიოქიმიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენეტიკის კათედრის პროფესორი და პარალელურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის სერგო დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიიის ინსტიტუტში-მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გამგე, ამ თანამდებობაზე მან გარდაცვალებამდე იმუშავა, ამავე დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკის კათედრის პროფესორი.

მისი შრომები ძირითადად ეხება უმაღლესი ორგანიზმების გენომის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმების კვლევას. ავტორია 140 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოსი.

ბიბლიოგრაფია