Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარლო ჯორჯანელი
მთარგმნელი
date of birth 1925

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1958-1961 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის დოცენტად, ხოლო 1961-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობის გერმანული ენის კათედრის დოცენტად. მისი და გიორგი ჯორჯანელის თარგმანებიდან აღსანიშნავია: ჰ. ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" (1957), ე. მ. რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი  სიკვდილისა" (1960), ბ. ბრეხტის "პიესები" (1986, რომელშიც შევიდა "კავკასიური ცარცის წრე", "სამგროშიანი ოპერა"), შ. ცვაიგის "მარადიული ძმის თვალები" (1962, 1982), ი. ილფისა და ე. პეტროვის "ოქროს კერპი" (1962, 1964), ჰ. ანდერსენის ზღაპრები, კ. ჩუკოვსკის პოემები და სხვა. კარლომ თარგმნა ფ. შილერის "წერილები ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ",  "მიამიტი და სანტიმენტალური პოეზიის შესახებ" (1965), შ. ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" (1966, 1982), "ჟოზეფ ფუშე" (1972), "ლევ ტოლსტოი" (1976), "ორი მგოსანი თვისი ცხოვრებისა" (1986), ფ. ჰელდერლინის "ჰიპერიონი" (1982), თ. მანის, ფ. დიურენმატისა და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ფილოლოგიური და ლექსიკოლოგიური ნაშრომები ("ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ", 1977; და სხვა), გერმანული ენის სახელმძღვანელოები და სხვა. 1956 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიბლიოგრაფია