Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ომარ ჯორბენაძე
იურისტი
date of birth 1967

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი.

1991–1992 წლებში იყო საზოგადოებრივი ასოციაცია "ამაღლების’’ იურისტი. 1993–1994 წლებში საზოგადოებრივ–შემოქმედებითი ასოციაცია "დიდოსტატის" იურიდიული ჯგუფის უფროსი. 1994–1996 წლებში შპს გამომცემლობა "ლეთას" იურისტი. 1996–1997 წლებში პარლამენტის უფროსი სპეციალისტი.  1997–1998 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის განყოფილების უფროსი. თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონის სასამართლოს (1998) და საოლქო (1999–2005) სასამართლოს მოსამართლე.  2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. არის ავტორი სტატიებისა სამეცნიერო იურიდიულ ჟურნალ "სამართალში", აგრეთვე ავტორი დეტექტიური ჟანრის წიგნისა "ცოდვილთა ჯალათი"(1996). 

ბიბლიოგრაფია