Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბესარიონ ჯორბენაძე
ენათმეცნიერი
date of birth 1942

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წელს ასპირანტურა.

1969-1972 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგედ; 1972-1981 წლებში იყო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1986-1987 წლებში ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1982 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველურ ენათა განყოფილების გამგედ; 1987 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკვანძო საკითხებს, ზმნისა და სახელის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის, ქართული დიალექტოლოგიის ზოგად პრობლემებს და დიალექტთა სისტემურ შესწავლას, ქართველურ ენათა ფონემატურ, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებათა ანალიზს, ზოგადი და ქართული ონომასტიკის აქტუალურ საკითხებს, მხატვრული ტექსტის მეცნიერული ანალიზის პრინციპების ძიებას. მას ეკუთვნის 10 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სხვა გამოკვლევა., განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული ზმნის საფუძვლიანი შესწავლის საქმეში. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1979 წელს კი - სადოქტორო დისერტაცია.

ბიბლიოგრაფია