Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ჯობაძე
არქეოლოგი
date of birth 1917

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში დარჩა. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთისა და ანტიოქიის ძეგლები. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი. ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა ქ. კარლსბადში (აშშ, ნიუ-მექსიკოს შტატი). დაკრძალულია თბილისში. არის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

ბიბლიოგრაფია