Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოშრევან ჯიშკარიანი
მეცნიერი
date of birth 1953

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1975-1977 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში ("მაცნე", "მოამბე", "ლიტერატურათმცოდნეობა") და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე; ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. წერდა ლექსებს სასკოლო ასაკიდან. იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია". დაიცვა 1982 წელს.

ბიბლიოგრაფია