Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთერ ჯიშკარიანი
მთარგმნელი
date of birth 1936

 (1936) - მთარგმნელი

https://bit.ly/3i2895z

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1958 წლის ნოემბრიდან მუშაობას დაიწყო გამომცემლობა "ნაკადულში"  რედაქტორად. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ ჟურნალისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. მისი წერილები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდში თარგმნა კონსტანტინე პაუსტოვსკის რამდენიმე ნაწარმოები. 1967 წელს გამოიცა ბორის კოსტიუკოვსკის "მოგზაურობა მზისკენ" ეთერ ჯიშკარიანის თარგმანითა და მხ. ჯემალ ლოლუას გაფორმებით. 1981 წელს ეთერ ჯიშკარიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს შემოქმედებით ჟურნალისტთა კავშირში კონსულტანტად. 1987 წელს შეიქმნა ჟურნალისტთა კავშირისა და ჟურნალ-გაზეთების გაერთიანებული პროფკავშირი, სადაც ეთერ ჯიშკარიანი აირჩიეს თავმჯდომარედ. მის სახელს უკავშირდება შემდეგი შრომები და ინიციატივები: დააარსა ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯილდო "ოქროს ფრთა" (2002), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა" (2003) და იმავე წელს შედგა ჟურნალისტების დაჯილდოების პირველი ცერემონია; მისი ინიციატივით 2003 წელს მომზადდა და დაიბეჭდა პერიოდული სპეც. გაზეთი "მეცენატი", 2007 წელს მისი ინიციატივით დაარსდა გაზეთი "ლამპარი", რომელიც სამი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ გამოდიოდა და ვრცელდებოდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ქართულ სათვისტომოებში; ეთერ ჯიშკარიანის თაოსნობით გამოიცა ხუთი წიგნი - "ოქროს ფრთის ლაურეატები" და ცალკე პერსონებზე 18 დასახელების წიგნის კრებული; 2008 წელს დააარსა მხატვარ ზურაბ წერეთელის სახელობის პრემია; 2019 წელს გამოსცა წიგნი "ზურაბ წერეთელის პრემიის ლაურეატები" (2008-2017).