Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჯინორია
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1914

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

1939 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1962 წლიდან იყო დოცენტი გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო, კრიტიკული და თეორიული შრომა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: "გოეთეს შემოქმედებითი გზა" (1966, ქართულ ენაზე; 1984, 1984, რუსულ ენაზე), "გერმანული ფილოსოფიური ლირიკა" (თარგმანი და კომენტარები, 1981), "სოციალისტური რეალიზმის სპეციფიკისათვის" (1956), "ილია ჭავჭავაძის რეალიზმის საკითხისათვის" (1957), "ხელოვნების სპეციფიკის შესახებ" (1957) და სხვა. მისი რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნებულია გერმანულ ენაზე.

ბიბლიოგრაფია