Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჯიბლაძე
ფილოლოგი
date of birth 1913

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს სკოლაში; 1944-1946 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს სსრ III-V, VII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1950-1953 წლებში საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მდივანი; 1953-1960 წლებში საქართველოს სსრ განათლების მინისტრი; 1960-1961 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი და ბიუროს წევრი; 1963-1980 წლებში საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. იკვლევდა ქართული ლიტერატურის, ესთეტიკის თეორიის პრობლემებს, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, მ. შოლოხოვის, ი.ა. კომენსკის, ჟ.ჟ. რუსოს, ზ. ფროიდის მემკვიდრეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია.

1963 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1969 წელს მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1987 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია. 1960-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ბიბლიოგრაფია