Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ ჯგუბურია
ფიზიკოსი
date of birth 1952

1975 წელს დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1980-1981 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიურიი უნივერსიტეტი) ქვეყანათმცოდნეობის - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ფრანგულ სექტორზე; 1988-1991 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა ყაზანის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები ფიზიკისა და ტექნიკის საკითხებზე (8 სტატია).  საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს ზოგადი ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო.

1975-1978 წლებში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 1978-1980 წლებში მუშაობდა ოქუმის საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად; 1981-1985 წლებში საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ნაციონალური განათლების სამინისტროს ექსპერტად-ბრაზავილის პატრის ლუმუმბას ლიცეუმის პროფესორად-ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 1986-1992 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგედ. ამავდროულად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1992 წლიდან დღემდე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მრჩეველი; 2008-2009 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე. 2000-2010 წლებში გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი) პერიოდულ ბეჭდურ მედიაში 15-ზე მეტი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის სტატია კონფლიქტოლოგიის (აფხაზეთის) საკითხებზე. მისი ბოლო სამი წიგნი წარდგენილი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე.

ბიბლიოგრაფია