Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ემზარ ჯგერენაია
მეცნიერი
date of birth 1963

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგის სპეციალობით.

1990-1993  წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2000-2003 წლებში ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დოქტორანტი, 2002 წელს გაიარა სტაჟირება ბაიროიტის (გერმანია) უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე. 1994-2003 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორად. 1987-1998 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი; 1999-2002 წლებში პოლიტიკური კონსალტინგის და კვლევების კოორდინატორი (ვენის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრი); 2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 2003-2005 წლებში საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

ბიბლიოგრაფია