Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯაფარიძე
გეოგრაფი
date of birth 1994

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.

1966 წლიდან მუშაობს ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტის, 1968 წლიდან უმცროსი, 1983 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ბევრს მოგზაურობდა მამასთან და ძმასთან ერთად, იკვლევდა მიუვალ მღვიმე-გამოქვაბულებს და ბუნების ფენომენებს; მონაწილეობდა როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ ექსპედიციებში; სახელშეკრულებო სამუშაოებს ასრულებდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის ექსპედიციასთან ერთად; სხვადასხვა წლებში დალაშქრა კავკასიონის მწვერვალები (მყინვარწვერი, ორწვერი, ყურო, გორი და სხვ.). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. ისინი ძირითადად ეხება მიოცენური პერიოდის ფლორის განვითარებას, პალეოგეგორაფიული სურათის აღდგენას, რელიეფის, კლიმატის რეკონსტრუქციას და სხვ.; 1985 წელს მონაწილეობდა ხმელთშუაზღვიური ნეოგენის მე-8 საერთაშორისო კონგრესის მიერ საქართველოში ჩატარებულ საველე სამუშაოებში. სხვადასხვა წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სახალხო უნივერსიტეტისა და გეოლოგიური საზოგადოების სწავლული მდივანი. იგი იკვლევს ქართული ალპინიზმის ისტორიის საკითხებს, რაზედაც 100-მდე წერილი აქვს გამოქვეყნებული; გარდა ამისა, დაბეჭდილი აქვს სტატიები ენციკლოპედიებში, სპორტულ ცნობარებში, ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემულ წიგნებში და სხვ. არის მოგზაურებსა და მთამსვლელებზე შექმნილი ექვსი და ეკოლოგიის საკითხებზე გადაღებული ერთი სატელევიზიო ფილმის ავტორი, რომელთაგანაც ერთმა, 2001 წელს, მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე "ალპინისტური ტრადიციების შენარჩუნებისათვის" პრიზი მიიღო; 1982 წლიდან არის საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ჟურნალისტი; მთამსვლელობასა და მოგზაურობაზე მომზადებული აქვს 1500-მდე ნარკვევი და სიუჟეტი; საქართველოს რადიოთი მის მიერ დამკვიდრებულ იქნა პროგრამა "ამერ-იმერი" და სატელევიზიო გადაცემის ციკლი "საქართველოს სოფლები"; 1983 წელს მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით სოფ. ხრეითში (ჭიათურის რ-ნი) გაიხსნა და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი. ძირითადი საქმიანობის პარალელურად, 1966 წლიდან ნაყოფიერად მოღვაწეობს ჟურნალისტიკაში. მისი წერილები, ნარკვევები, სტატიები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1983 წლიდან, რადიოსა და ტელევიზიაში, სხვადასხვა თემაზე 3000-მდე გადაცემა, ნარკვევი და სიუჟეტი აქვს მომზადებული, მისი გადაცემები დაცულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. მრავალი წელია იკვლევს ქართული სპორტის, კერძოდ, ალპინიზმის ისტორიის საკითხებს; წლების მანძილზე შეკრიბა და თავი მოუყარა ქართველ მთამსვლელთა შესახებ არსებულ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას; იყო ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის დირექტორი; არის ქართული ალპინიზმის ისტორიის საკითხებში აღიარებული ექსპერტი და კონსულტანტი; საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და პრეს-სპიკერი; არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის მოყვარულთა კავშირი"-ს წევრი, ქართველ მამულიშვილთა არაერთი საიუბილეო თუ ხსოვნის საღამოების ორგანიზატორი, ქართული ალპინიზმის პოპულარიზატორი.

ბიბლიოგრაფია