Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აპოლონ შეროზია
ფილოსოფოსი
date of birth 1927

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მიმართულებით.1955-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში. 1960-1981წლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. აპოლონ შეროზიას სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის ფილოსოფიური საფუძვლები, რომელსაც ორტომიანი გამოკვლევა მიუძღვნა. განწყობის თეორიის შუქზე იკვლევდა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნებას, აჩვენებდა ძირეულ განსხვავებასა და დაპირისპირებას დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიასა და ფროიდის ფსიქოანალიზს შორის, შეიმუშავა ორიგინალური კონცეფცია ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ერთიანობის შესახებ. ამ ასპექტში შეისწავლა პიროვნების ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვით ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური ერთიან ადამიანურ ფსიქიკას ქმნის, რაც საფუძვლად უდევს პიროვნების მთლიანობას. იგი იკვლევდა XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ძირითად მიმართულებებს, რომელსაც მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა.

ბიბლიოგრაფია