Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ კეკელია
იურისტი
date of birth 1927

1951წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1951-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. 1967-1993 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1990-1993 წლებში იყო საქ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ ტრადიციათა პრობლემების სამეცნიერო საკოორდინაციო ცენტრისა და ამ ცენტრთან მისივე თაოსნობით დაარსებული ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1988-1993 წლებში მისი რედაქტორობით ოთხ ტომად გამოიცა სამეცნიერო კრებული "ქართული ჩვეულებითი სამართალი"; ძირითადად იკვლევდა XVIII ს. II ნახევრისა და XIX ს. I ნახევრის სა­ქართველოს სამეფო-სამთავროების სასამართლოს ორგანიზაციის, სასამართლო პროცესისა და მტკიცებულებათა საკითხებს. მიხეილ კეკელია არის ქართული სამართლის ისტორიის მკვლევარი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978).

ბიბლიოგრაფია