Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაზა ალექსიძე
ისტორიკოსი
date of birth 1935

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ეპისტოლეთა წიგნი’’, ხოლო 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები’’.

1958-1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1968-1979 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე. 1986-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შეთავსებით ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე. 1988-2006 წლებში  კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი. 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი. 2006-2007 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგე. 2007 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი;

ბიბლიოგრაფია