Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან ჯანაშია
ენათმეცნიერი
date of birth 1937

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1960 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლაბორანტი იყო. 1968 წლიდან იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლის 16 მარტიდან კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საყურადღებოა რ. ჯანაშიას ნაშრომები აფხაზურისა და მისი ახლომონათესავე ჩერქეზული და უბიხური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე, კერძოდ, გამოკვლევა აფხაზური სახარების ენის შესახებ, გრამატიკული კლასის ექსპონენტების თაობაზე, უბიხური ენის ბრუნების სისტემისა და პრევერბების შესახებ; აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ, კავკასიის რეგიონისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში; სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიჰყავდა აფხაზური  და უბიხური ენების კურსები (1995-2006); ქართულად თარგმნა უცხოელი სპეციალისტების ნაშრომები იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ; განსაკუთრებით აღსანიშნავია თარგმანი გამოჩენილი ფრანგი მეცნიერის, აკადემიკოს ჟორჟ დიუმეზილის ნაშრომისა "შესავალი ჩრდილო-კავკასიურ ენათა შედარებით გრამატიკაში", რომელიც 2015 წელს დაიბეჭდა. ცალკე გამოსაყოფია ის დიდი შრომა, რაც რ. ჯანაშიამ გასწია აკად. ს. ჯანაშიას შრომების III და IV ტომების გამოსაცემად მომზადების საქმეში; ასევე მისი მონაწილეობით მომზადებული და 2007 წელს რუსულად გამოცემული ს. ჯანაშიას შრომების კრებული, რომელიც ჩერქეზეთს ეძღვნება; მას ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო ნაშრომი: 45 სტატია და 40 პუბლიკაცია ს. ჯანაშიას პირადი არქივიდან; სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კავკასიოლოგია, აფხაზური და უბიხური ენები.

სადისერტაციო თემა - "რიცხვითი სახელები აფხაზურ-ადიღურ ენებში", დაიცვა 1977 წელს.

ბიბლიოგრაფია