Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ ჯანაშვილი
ბიოლოგი
date of birth 1904

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ბუნებისმეტყველების სპეციალობით.

1926 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე. 1939-1944 წლებში იყო თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე. 1946-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ზოოპარკში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, გორის, ქუთაისის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1968-1975 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოში ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ამფიბიები; მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართული ზოოლოგიური ტერმინოლოგიის შედგენაში, პირველად ქართულ ენაზე ამ დარგში შეადგინა სახელმძღვანელოები; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი "ცხოველთა სამყაროს" მრავალტომეულის III ტომი; იყო გამოჩენილი პოპულარიზატორიც; ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა ("სახალისო ბიოლოგია", "სისხლიანი ცრემლები" და სხვა).

ბიბლიოგრაფია