Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათია ჯალაბაძე
ეთნოლოგი
date of birth 1955

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1979 -1980 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ლაბორანტად; 1980-1990 წლებში ივანე ჯავახიშვილის   ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1990-იანი წლიდან ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია; 2003 წლიდან კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი; არის მრავალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამეცნიერო პროექტისა და ფორუმის მონაწილე; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.

სადისერტაციო თემა - "რელიგიური სინკრეტიზმის თავისებურებანი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ადგილის დედა ღვთისმშობელი)",  დაიცვა 1988 წელს.

ბიბლიოგრაფია