Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჯალაბაძე
ისტორიკოსი
date of birth 1922

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1941 წელს ჩააბარა თბილისის საავიაციო სასწავლებელში; 1941-1943 წლებში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1943-1945 წლებში მუშაობდა მასწავლებლად გორის რაიონის სოფ. არბოს საშუალო სკოლაში; 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ პრეპარატორად, შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად; 1951-1954 წლებში სწავლობდა საქ სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქ. სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებას; მისი ხელმძღვანელობით  და უშუალო მონაწილეობით მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ფონდების მოვლა-პატრონობის, შევსების, მეცნიერული შესწავლის, პუბლიკაციისა და ექსპონირების მიმართულებით; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისი ხელმძღვანელობით მოწყობილი მრავალი ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად მუზეუმში შემოვიდა მნიშვნელოვანი ახალი მასალა, მომზადდა და გამოქვეყნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ეთნოგრაფიული შესწავლის შედეგებზე დამყარებული კრებულები. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნის საქმეში; იგი იყო მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის მონაწილე; მუდმივად ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე  და ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე, კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. არის 15 მონოგრაფიისა და 100-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "მემინდვრეობის კულტურა საქართველოში: ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1972 წელს. 

ბიბლიოგრაფია