Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოტე ჯავრიშვილი
გეოლოგი
date of birth 1914

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ "დროშის" განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად; ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ (1966-1974); 1930-1940 წლებში ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე; 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი;1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული;
კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გ. ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის "გასართობი მინერალოგია" (გ. ლომთათიძესთან ერთად), კ. სიმონოვის "20 დღე უომრად" (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა; ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის "მამა გორიო", ალბერ კამიუს "შავი ჭირი", ჟიულ ვერნის "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი"; ავტორია ნარკვევებისა "მთები და ადამიანები"(1970), "მე თბილისელი ვარ" (1972); იყო ქართულ ენაზე გამოსული ჟიულ ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — "საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები".

ბიბლიოგრაფია