Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ჯავახიშვილი
გეოგრაფი
date of birth 1929

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდრო-კლიმატოლოგის სპეციალობით.

1943-1946 წლებშო მუშაობდა სოფ. არბუეთისა და ჯავახიანთკარის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1951-1952 წლებში საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამსახურში; 1952-1957 წლებში თბილისის ავიომეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1957-1969 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მის საკანდიდატო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული საკვლევი მხარის მრავალფეროვანი კლიმატის დახასიათება და მისი საწარმოო მნიშვნელობა. იგი მუშაობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, ჰავის ატმოსფეროს დაცვის, ეკოლოგიის, ჰავის ცვლილებების საკითხებზე. ნაშრომებში გაშუქებულია საქართველოს ჰავის თავისებურებები. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 18 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ბროშურაა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. გამოცემული აქვს 6 სასწავლო რუკა, მონაწილეობდა საქართველოს ატლასის (1964) და საქართველოს სასკოლო გეოგრაფიული ატლასის (1992) შედგენაში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიგნით კახეთის კლიმატი", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1994 წელს.

ბიბლიოგრაფია