Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთევან დუმბაძე
ფილოლოგი
date of birth 1961

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობით.

1983-1993 წლებში იყო საქართველოს ტელერადიო კომიტეტში მწერალთა კავშირის ლიტერატურული ურთიერთობისა და მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქტორი; 1983-1986 წლებში იყო თბილისის №53 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1993-1995 წლებში  საქართველოს ტელერადიო საინფორმაციო გადაცემის "ქვიშის საათის" რედაქტორი; 1993-1995 წლებში სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1996 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის პრეს-რელიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქი "მზიურის" დირექტორი; 1996-1999 წლებში სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მინისტრის პრესმდივანი; 1997-2011 წლებში "მზიურის" დირექტორი; 2000-2002 წლებში ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 2002-2003 წლებში სტუდია აუდიენცია - "დიდების ზღაპრის" ხელმძღვანელი; 2003-2004 წლებში სტუდია აუდიენცია - პროგრამების ხელმძღვანელი; 2004-2008 წლებში ტელეკომპანია "იმედი"- "იმედის დილას" რედაქტორი; 2008-2010 წლებში საპატრიარქოს ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" მთავარი პროდიუსერი გადაცემა "კვირიკეს" ავტორი და ხელმძღვანელი; 2011-2013 წლებში ინფო 9-ს პროდიუსერი, გადაცემები "პრეს ზონა", "კვირის ამბები", "ქრონოგრაფი", "რაკურსი", "ყველა ტელევიზორში", "ქვის სტუმარი"; 2011 წლიდან ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე; 2013-2015 წლებში კულტურის მინისტრის მრჩეველი; 2013 წლიდან ტელეკომპანია მე-9 არხზე საავტორო გადაცემები "ჩემიანი", "დილის იდილია", "მიამბეთ თქვენზე" პროდიუსერი; 2017 წლიდან ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, 

ბიბლიოგრაფია