Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ დუდაური
გეოლოგი
date of birth 1934

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით.

1955–1958 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1958–1965 წლებში  ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1965–1978 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–2005 წლებში იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-2000 წლებში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიური ექსპედიცია აფახაზეთში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ქ. იენაში (გერმანია) ჟურნალ "Chemie der Erde"-ში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: საქართველოს ფანეროზოული ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია. 2003 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის შრომების რედკოლეგიის წევრია.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მეზოზოური ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია", დაიცვა 2003 წელს.

ბიბლიოგრაფია