Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბესარიონ დოჭვირი
მათემატიკოსი
date of birth 1938

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1972-1973 წლებში იყო ბერლინის "უმაღლესი ეკონომიკური სკოლის" დოცენტი; 1992-1995 წლებში იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტის პროფესორი; შეთავსებით მუშაობდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტოქასტური ანალიზის ს/კ ლაბორატორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; საქართველოს ბანკების ასოციაციის მთავარ კონსულტანტად; 1968 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულებით, კერძოდ, შემთხვევით პროცესთა ოპტიმალური გაჩერების თეორიასა და ფინანსურ მათემატიკაში. არის 10 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა 40-მდე საერთაშორისო კონფერენციაში (გერმანია, ბულგარეთი, რუმინეთი, შვეცია, იაპონია, შვეიცარია, საფრანგეთი და სხვ.). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამთო-სათხილამური გუნდის კაპიტანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩემპიონი. მონაწილეობდა ვეტერან სამთო-სათხილამური შეჯიბრებებში. 1994 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1997 წლიდან პროფესორი.

ბიბლიოგრაფია