Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარლამ დონდუა
ისტორიკოსი
date of birth 1895

1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1929 წლიდან კითხულობდა კავკასიის ხალხთა ისტორიას, ქართული ლიტერატურული ენისა და ქართული პალეოგრაფიის კურსს ლენინგრადის უნივერსიტეტში; 1934-1942 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ხოლო 1934-1936 წლებში ენისა და აზროვნების ინსტიტუტში; 1942 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1954-1969 წლებში ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობის განყოფილებას; 1929-1942  და 1946-1950 წლებში კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, ხოლო 1942-1954 წლებში თბილისის უნივერსიტეტებსა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; მეცნიერის განსაკუთრებული საქმიანობის სფეროა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორია და ამ ეპოქის შესწავლას მიეძღვნა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები, ამასთანავე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისეთი სპეციალური საისტორიო დისციპლინების განვითარებაში, როგორიცაა წყაროთმცოდნეობა, ეპიგრაფიკა, ტექსტოლოგია, არქეოლოგია, პალეოგრაფია; რუსულად თარგმნა ზოგიერთი ქართული ისტორიის წყარო (იაკობ ხუცესის "წამება შუშანიკისი", თამარის მეორე ისტორიკოსის "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი", რკონის "დაწერილი"); მისი მდიდარი ბიბლიოთეკა დაცულია ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც შეიქმნა მისი სახელობის კაბინეტი სამკითხველო დარბაზითურთ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1963 წლიდან არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1965 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიბილიოგრაფია