Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მამუკა დოლიძე
მეცნიერი
date of birth 1943

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1974-2012 წლებში იყო საქართველოს სავლე წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან ამერიკული ენციკლოპედიური კრებულის  "ფენომენოლოგია მსოფლიო მასშტაბით" საგამომცემლო საბჭოს წევრი; 2004 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოება და ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა კვლევის ცენტრი, რომელიც შევიდა მსოფლიო ფენომენოლოგიური საზოგადოების შემადგენლობაში; 2004-2008 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ვიზიტორ-პროფესორი; 2008 წელს ამერიკელ თანარედაქტორთან (პროფესორი ჯორჯ მაკლინი) ერთად  დააარსა ქართულ-ამერიკული ფენომენოლოგიური ჟურნალი  "კულტურა და ფილოსოფია"; 2003-2006, 2013-2017 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ფიზიკის (კვანტური მექანიკის) ფილოსოფიური პრობლემები, ფენომენოლოგია, ლიტერატურისა და ხელოვნების ფილოსოფია, შემოქმედების ფსიქოლოგია, ფილოსოფიური აზროვნება პოლიტიკასა და ეკონომიკაში, თეოლოგია. მუშაობს მეცნიერების ფილოსოფიისა და ესთეტიკის პრობლემებზე, გამოქვეყნებული აქვს წიგნები და სამეცნიერო სტატიები, სადაც მან მოახდინა ბორის დამატებითობის პრინციპის ექსტრაპოლაცია მხატვრულ შემოქმედებაში. მეცნიერული მუშაობის პარალელურად ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. მისი პიესის - "მდგმურების" მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1990 წელი, რეჟისორი დავით ჯანელიძე). 1990 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია