Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან დოდაშვილი
ენათმეცნიერი
date of birth 1922

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით.

მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის საზოგადოებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის ფრანგული ენის კათედრაზე. არის ავტორი სტატიებისა, რომლებიც შევიდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და ეხება ბალზაკის, ვოლტერის, დრიუონის, სარტრის, ბარბიუსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. თარგმანები: ვოლტერი - "ფილოსოფიური მოთხრობები", ჟან დე ლა ბრუიერი - "ხასიათები ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებები", ონორე დე ბალზაკი - "კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე", "გამქრალი ოცნებანი", "წითელი სასტუმრო", მორის დრიუონი - "ძლიერნი ამა სოფლისანი" (ნუნუ ქადეიშვილთან ერთად); მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის პირველი სერია: პიერ კორნელი - "ჰორაციუსი" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად), ჟან - პოლ სარტრი - "ოთახი". არის ავტორი მონოგრაფიისა - "მარი ბროსე - ქართული მწერლობის მკვლევარი" და პიესებისა: "ჩვენი ფრთები", "სიმღერის ძალა" (ლევან ჭუბაბრიასთან ერთად).

1974 წლიდან იყო არტურ რემბოს საზოგადოების წევრი, 1978-1979 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ბიბილოგრაფია