Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლავდია დევდარიანი
ფილოლოგი
date of birth 1910

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა გაზეთ "ნორჩი ლენინელის" კორესპოდენტად, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თანაავტორი IV და VI კლასების ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებისა. მისი სამწერლო დებიუტი ჟურნალ "პიონერში" შედგა, სადაც გამოქვეყნდა კ. დევდარიანის პირველი საბავშვო მოთხრობა "აღარ დაბრუნდა". ავტორია ბიოგრაფიული რომანებისა: "სიჭაბუკე პოეტისა", "სიცოცხლე და უკვდავება"; რომანებისა: "ძველი ფუძე", "დრო და სივრცე"; დოკუმენტური კინოფილმებისა: "რუსთაველი", "ბარათაშვილი", "გალაკტიონი" და სხვა. თოჯინების თეატრში იდგმებოდა მისი პიესა "მეცამეტე გოჭი". 

1970 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, 1970 წელს დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით, 1989 წლიდან არის შიო მღვიმელის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხოლო 1999 წლიდან  ღირსების ორდენის კავალერი.

ბიბლიოგრაფია