Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთერ დავითაია
გეოგრაფი
date of birth 1951

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტექნოგენური ლანდშაფტები, მათი აღდგენა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წელს.

მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. შეთავსებით კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. აგრეთვე, მუშაობს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ათინათში" გეოგრაფიის მასწავლებლად (IV-X კლასები). წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი. 1881-1995 წლებში გაიარა ინსტიტუტის დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებულია ტექნოგენური ლანდშაფტების კვლევის მრავალფაქტორული რეგრესიული ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებით, პირველად საქართველოში, ნებისმიერი სამთო რეგიონისათის გარემოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასების მიზნით შემუშავებული იქნა ტექნოგენურ ლანდშაფტებსა და მის ცალკეულ კომპონენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერება. მისი კვლევის ინტერესებია: ლანდშაფტების ტექნოგენური გარდაქმნის სპეციფიკის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორებზე დამოკიდებულების მეცნიერული მიმართულების განსაზღვრა; ანთროპოგენური ლანდშაფტების ფუნქციონირების ეკოლოგიური ასპექტები და მათი ოპტიმიზაციის პრობლემები; ეკოლოგიურად დაძაბულ კერობრივ-ანთროპოგენური ზემოქმედების ზონებში ლანდშაფტების მდგომარეობის რეგიონულ თავისებურებათა კვლევა და გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მეცნიერული გზების დასახვა; საქართველოს დაცული ტერიტორიების რეკრეაციული ტევადობის შეფასება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ზონირება; საქართველოს აგროკულტურების ოპტიმალური განლაგების განმსაზღვრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზი და სინთეზი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

ბიბლიოგაფია