Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გელა გრიგოლაშვილი
ეკონომისტი
date of birth 1964

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

1984-1986 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეკონომისტი, ბუღალტერი, 1990-1991  წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მეცნიერების, ხელოვნების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1992 წლიდან საქართველოს აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის საბაზრო ეკონომიკის სოციოლოგიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1997-1998 წლებში ტასისის საჯარო სამსახურის რეფორმისა და ტრენინგის პროექტის პროგნოზირების ოფიცერი. 1991-1992 წლებში ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლაში ასწავლიდა საწარმოს ორგანიზაციისა და მართვის საფუძვლებს, 1992-1993 წლებში მენეჯმენტის, შრომისა და საწარმოს ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტში ეკონომიკას და მენეჯმენტს, 1994-1996 წლებში ეკონომიკის ინსტიტუტში მიკროეკონომიკას, 1996-1997 წლებში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში მაკროეკონომიკას, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტში საერთაშორისო ბიზნესს. არის მრავალი ეკონომიკური, სახელმწიფო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი და მონაწილე. მათგან აღსანიშნავია მისი პროექტის მიხედვით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ნაკადების სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მართვის მექანიზმები. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო ასევე არასამთავრობო სექტორში. მის კალამს ეკუთვნის ორი მონოგრაფია, ხუთი სალექციო კურსი და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აქტიურად მონაწილეობს კვლევით პროექტებში როგორც სამამულო ასევე უცხოურ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან. 

შრომები:

  • საქართველოს ეკონომიური ფორუმი: ადგილობრივი (რეგიონული) ეკონომიკის განვითარებისა და მართვის პრობლემები, თბ.: 2001.

ბიბლიოგრაფია