Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ გრიგოლია
არქეოლოგი
date of birth 1932

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1956-1977 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1977-1982 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურო კვლევის ცენტრში; 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1992-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 2007 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; მისი გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზოგადოების ისტორიისა და ანტიკური ხანის საისტორიო გეოგრაფიულ პრობლემებს; სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი; მისი მონაწილეობით გაითხარა – ბრილის სამაროვანი (1952-1953), ხოვლეგორა (1955-1957), წოფის (1957-1958), წონისა და ჯრუჭულის (1958-1963), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958-1965) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963-1971); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966-1981),

1992 წლიდან არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1994 წლიდან პროფესორი.

შრომები:

  • ქვემო ქართლის პალეოლითი (დამარხული გამოქვაბული წოფი 1), თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963.
  • ცენტრალური კოლხეთის ნეოლითი, თბ.: მეცნიერება, 1977.

ბიბლიოგრაფია