Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტოგო გუდავა
ენათმეცნიერი
date of birth 1922

1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – "ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი" (1959), "ბოთლხური ენა" (1963), "ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964), "ბაგვალური ენა" (1971);

1964 წლიდან არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1966 წლიდან პროფესორი.

შრომები:

  • გუდავა ტოგო, გამყრელიძე თამაზ, თანხმოვანთკომპლექსები მეგრულში, თბ.: 1981.
  • ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ.1, თბ.: 1975.
  • ბიოლიხური ენა. გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.
  • ბიოლიხური ენა. გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.

ბიბლიოგრაფია