Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი გულისაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1955

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა; შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში; 1977 წელს მუშაობა დაიწყო ლიტერატურის ინსტიტუტში; მასწავლებლობა დაიწყო 1984 წელს გურამ რამიშვილის ე.წ. "გერმანულ სკოლაში" იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1997-2005წწ. იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი; იბეჭდება ჟურნალ "ცისკარში", "ჩვენს მწერლობაში", "უნივერსიტეტის გაზეთში", "პირველ სხივში", კრებულში "პოეზია", "კლდეკარში", "ლიტერატურულ საქართველოსა" და "ლიტერატურულ გაზეთში"; გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "დაბრუნება ძველ სახლში" (1985), "საგაზაფხულო ლოცვა" (1989), "შვილს" (2017). მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები; ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის "იავნანა" (1994)  მისი სიმღერებია:"იავნანა" და "შობის გალობა" (ცისკრის ალილო); ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "მეოცე საუკუნის ათიანი წლების ლიტერატურული კრიტიკა", დაიცვა 1983 წელს.

შრომები

  • საზაფხულო ლოცვა: ლექსები, თბ.: მერანი, 1989.

ბიბლიოგრაფია