Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ გურჩიანი
იურისტი
date of birth 1980

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და ვირჯინიის(აშშ) William and Mary-ის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა.

2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად; 2007-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში (აშშ); ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში (აშშ); 2011-2015 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება; არის "რადიო თავისუფლების" ქართული ბიუროს ბლოგერი და რეგულარულად წერს ადამიანის უფლებების შესახებ; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის" (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი; ის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამგეობის წევრი: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ორბელიანი". სამეცნიერი ინტერესის სფეროები: ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.

შრომები:

  • ორჰუსის კონვენციის განხორციელება საქართველოში, თბ.: [გ.გ], 2011.

ბიბლიოგრაფია