Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკურ ბერიტაშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1940

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1964-1965 წელს სტაჟირებით მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, იქვე, 1966-1969 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1987 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ნალექთა რეგულირების ლაბორატორიის ხელმძღვანელია, 1995 წლიდან კი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის დარგში, ხოლო 2000 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1996-2001 წლებში ასრულებდა კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის კოორდინატორის მოადგილის მოვალეობას. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელოა, რომლებიც ეძღვნება ღრუბელთა ფიზიკის, ნალექთა რეგულირების, ატმოსფერული ელექტრო და კლიმატის ცვლილებების პრობლემებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, კრებულის, და სხვა ნაშრომთა რედაქტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონვექციურ ღრუბელთა ზოგიერთი დინამიკური მახასიათებლის ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიური საფუძვლები (აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1994 წელს.

შრომები:

  • ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა განახლების მეტეოროლოგიური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მეთოდოლოგია, თბ.: 1994.

ბიბლიოგრაფია