Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან ბერიძე
ფილოლოგი
date of birth 1963

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით.

1986-1987 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში; 1987-1988 წლებში გაზეთ "ივერიაში; 1988-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1991-1995 წლებში  ქ. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო თემაზე; 2000 წელს იყო ჰუბერტ ბურდას სახელობის სტიპენდიატი; 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, ეუთოს პროექტის - "სომხურის როგორც მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში" -კოორდინატორად; იყო გაზეთ "მრავალენოვანი განათლება" რედაქტორი; 2007 წელს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის მწერალთა და მთარგმნელთა სახლში მუშაობდა ახალ მოთხრობაზე - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის". 2009 წელს შვედეთში, გოტლანდის მწერალთა სახლში მუშაობს სცენარზე "ფილიპარია". არის პროექტის - "ანთროპონიმთა ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები" დირექტორი; 2008 წელს მოთხრობა - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის", გამოიცა გერმანიაში და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო ქ. ბერლინში, ხოლო 2010 წელს ლატვიაში გამოვიდა მისი წიგნი "ფილიპარია". 2012 წელს მუშაობს პროექტ "ლატვიურ-ქართული სასაუბრო"-ს დირექტორად. მართავს საავტორო საღამოებს ბერლინში, ჰანოვერში, დრეზდენში, როსტოკში, მაინის ფრაკფურტში, თბილისში. თავის მოთხრობებსა და რომანებს წერს გერმანულ ენაზე, მაგრამ შექმნისთანავე თარგმნის ქართულად და ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს.

შრომები:

  • ფორა: რომანი, თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014.

ბიბლიოგრაფია