Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილიპე ბერიძე
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1932

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1958–1961 წლებში მუშაობდა რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კომიტეტში კორესპონდენტად; 1961-1966 წლებში გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" კულტურის განყოფილების გამგედ; 1966-1970 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილების მეცნიერ მუშაკად; იკვლევდა ლირიკის თავისებურებებს; ჟურნალში – "მნათობი", "ცისკარი", "საბჭოთა ხელოვნება", "ლიტერატურული საქართველო", "პიონერი", "დილა" განიხილავდა , აფასებდა, და აჯამებდა ქართული ლიტერატურის თავისებურებებს, განვითარების გზას, ლიტერატურულ პროცესებს; იყო ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლირიკის გამომსახველობითი თავისებურებები", დაიცვა 1966 წელს.

შრომები:

  • ლიტერატურული წერილები, თბ.: ნაკადული, 1972.
  • პოეზია უპირველეს ყოვლისა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968.

ბიბლიოგრაფია