Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკო ბერძენიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1895

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე; 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1939 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად; 1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1948-1965წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1951-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1935-1938წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1938-1940წწ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1946-1956 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელო (1943). მისმა შრომებმა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ნიკო ბერძენიშვილი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო.

შრომები:

  • ვ. ი. ლენინის მიერ რეალიზმისა და ნომინალიზმის კრიტიკა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1981.
  • გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ.: მეცნიერება, 1966.
  • თათართა ბატონობის ხანა, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1941.
  • საქართველოს ისტორია: სახელმძღვანელო საშუალო სკოლის უფროსი კლასებისათვის: ნაწილი პირველი, თბ.: საქ. სსრ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1948.
  • საქართველოს ისტორია: ნაწილი პირველი, თბ.: სახელგამი, 1948.
  • საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ.: მეცნიერება, 1990.
  • ათონის ივერთა მონასტრის აღაპები, თბ.: ახალი ივირონი, 2007.
  • საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ.: მეცნიერება, 1966.
  • ძლევაი გამარჯვება რუმინია-ბულგარეთში მოგზაურობიდან, თბ.: 1949.

ბიბლიოგრაფია