Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი ბექაური
მწერალი
date of birth 1990

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით.

ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "დები". იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 

2011 წელს მისი მოთხრობა "ჩემი მეზობლები და მეგობრები" ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად. 2012 წელს მოთხრობა "დები" შევიდა კრებულში "ქართული პროზის ანთოლოგია", რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში ("Contemporary Georgian fiction"). ამასთანავე, "დების" ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: "World Literature Today" (აშშ) და "Prospect magazine"(ბრიტანეთი). მ. ბექაურის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: "დები"(2009), "ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია" (2010), "ლევ"(2012). 2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული "ელექტროთაობა".

შრომები:

  • მეორე მხარე: რომანი, თბ.: 2013.
  • სამხრეთის უბანი: რომანი, თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015.

ბიბლიოგრაფია