Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამირან ბიბილაშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1947

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში"; 1983 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან - სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 14 პატენტი (4 აშშ), მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში, ოთხი წიგნის ავტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს: ნახევარგამტარული ხელსაწყოებისა და ინტეგრალური მიკროსქემების შექმნის დაბალტემპერატურულ – ფოტო და კატალიზურად სტიმულირებულ ტექნოლოგიას, რადიაციის გავლენას მიკროელექტრონული ხელსაწყოების პარამეტრებზე, ნანოსტრუქტურების მიღებას, კვლევას და მათ გამოყენებას ნანოხელსაწყოებში. 2001 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებთა დოქტორი, 2003 წლიდან პროფესორი. 2009 წელს მიიღო მეცნიერებათა ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრემია და მედალი.

შრომები:

  • ნანოტექნოლოგია და ახალი მასალები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2011.
  • ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2009.

ბიბლიოგრაფია